Wednesday, December 19, 2012

გრემის ადგილმდებარეობა

   რუკა

გრემის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოდასავლეთით 15 კმში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას. 
  XV საუკუნის ხანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდ. ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა უშუალოდ ქალაქზე და, იმავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება აწყობდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტალები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ებჯინება, ჩრდილოეთით კი - მთები.
  ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: „საბუეი-გრემის . . . წყალზედ - (იგულისხმება ახლანდელი მდ. ინწობა) არს გრემი , რომელი ქმნეს ქალაქდ ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა“.

   ამ ამონაწერით ირკვევა, რომ ქალაქი გრემი აღმოცენებულია 1466 წელს, როგორც ახლად გამოყოფილი კახეთის სამეფოს ცენტრი, მისი დედაქალაქი. აქვე მდგარ „კეთილშენ“ მთავრანგელოზთა ეკლესიაში დაუმარხავთ „მეხუთე მეფე ლევან“. ქალაქმა კი არსებობა შეწყვიტა 1616 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის შემდეგ. ქალაქი, რომელსაც 50 ჰექტარი ეკავა, ისე იქნა დანგრეული, რომ მისი აღდგენა მერე არც უცდიათ. ნაქალაქარზე სხვებზე უკეთ მთავარანგელოზთა ანსამბლია გადარჩენილი. წყარო.

1 comment:

  1. Titanium Ecosport - iTanium-arts.com
    Titanium Ecosport - iTanium-arts.com. is microtouch trimmer an ecosport that provides users titanium shaver with the pure titanium earrings convenience of properties of titanium providing real-life gambling online. micro touch titanium trim

    ReplyDelete