Wednesday, December 19, 2012

გრემის ადგილმდებარეობა

   რუკა

გრემის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოდასავლეთით 15 კმში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას. 
  XV საუკუნის ხანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდ. ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა უშუალოდ ქალაქზე და, იმავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება აწყობდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტალები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ებჯინება, ჩრდილოეთით კი - მთები.
  ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: „საბუეი-გრემის . . . წყალზედ - (იგულისხმება ახლანდელი მდ. ინწობა) არს გრემი , რომელი ქმნეს ქალაქდ ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა“.

   ამ ამონაწერით ირკვევა, რომ ქალაქი გრემი აღმოცენებულია 1466 წელს, როგორც ახლად გამოყოფილი კახეთის სამეფოს ცენტრი, მისი დედაქალაქი. აქვე მდგარ „კეთილშენ“ მთავრანგელოზთა ეკლესიაში დაუმარხავთ „მეხუთე მეფე ლევან“. ქალაქმა კი არსებობა შეწყვიტა 1616 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის შემდეგ. ქალაქი, რომელსაც 50 ჰექტარი ეკავა, ისე იქნა დანგრეული, რომ მისი აღდგენა მერე არც უცდიათ. ნაქალაქარზე სხვებზე უკეთ მთავარანგელოზთა ანსამბლია გადარჩენილი. წყარო.

ტაძრის არქიტექტურა


 taZari gegmiT gaxlavT jvari, romlis aRmosavleTi mklavi naxevarwriuli moxazulobis sakurTxevlis afsidiT mTavrdeba, mklavebi ki sworkuTxedis formisaa.

sakurTxevlis afsidis orsave mxareze TiTo kvadratuli samyofelia (sadiakvne da salaro), romelTac aRmosavleTiT agreTve naxevarwriuli TiTo sarkmliani afsidebi aqvT. aRniSnuli gverdiTi samyofelebi gasasvleliT ukavSirdeba taZris Sida sivrces, saxeldobr, CrdiloeT da samxreT mklavebSi moqceul sworkuTxa da maRal samyofelebs. taZris centrSi aRmarTulia maRali gumbaTi, romelic eyrdnoba centraluri samyofelis oTxsave kuTxeSi ganTavsebul (dasavleT mxareze) orsvetsa da aRmosavleTiT, afsidis piras, or naxevar svets. mTeli kvadratidan gumbaT qveSa wreze gadasvla svetebsa da naxevarsvetebs zemoT moTavsebuli afrebiT aris ganxorcielebuli. gumbaTis rva waxnagSi moTavsebulia marali da SedarebiT viwro, zemoT naxevarwriuli TaRiT damTavrebuli sarkmeli. sainteresoa fasadebis xuroTmoZRvruli dekori, romelTagan gansakuTrebiT sayuradReboa aRmosavleT fasadi.
  Aaq, ramdenime dabla ganTavsebul sarkmels aguris wyobiT Semovlebuli dekoratiuli, odnav Seisruli kamarebi Semosdevs.
ტაძარი

centrSi afsidis sarkmelia moTavsebuli, romelic maRali, ganieri da zemoT frontoniT dagvirgvinebul Seisruli kamariT moxazul sibrtyezea moTavsebuli. frontonis qveS, isruli kamaris wveTurTan iwyeba aguris saTanado wyobiT gamosaxuli CaRrmavebuli dekoratiuli jvari, romelsac qvemoT aguris wyobiTve gamoyvanili reliefuri, didi jvari ebmis. am didi jvris qvemoT, kedlis mTel siganeze, Seisruli sammagi kamariT moxazuli, aguris wyobiTve amoyvanili kedeli grZeldeba, romlis centrSi kamaris qvemoT moTavsebulia sakurTxevlis afsidis sarkmeli. gverdiTi samyofelebis sarkmelebi moTavsebulia aRmosavluri portalis msgavsad gaformebul, erTimeoreze gardamavali sami kamariT moxazul sworkuTxa sapireSi da amTlianebs fasadisa da gumbaTis xuroTmoZRvruli dekoris xasiaTs, meore mxriv ki xels uwyobs Sida sivrcis fasadze asaxvas.
   taZris lavgardani, romelic aguris wyobiTvea gamosaxuli, ori saxeobisaa – zemoT batiyelas, qvemoT – lilvis formis. taZars sami Sesasvleli aqvs – CrdiloeTiT, samxreTiT da dasavleTiT. aRsaniSnavia, rom interierSi fragmentulad SemorCenilia kedlis mxatvroba. miuxedavad amisa, igi sainteresoa im mxrivac, rom zed SemorCenili freskuli saqtitoro warwerebi (rogorc qarTuli, aseve berZnuli) mkvlevrT mSeneblobisa da moxatulobis Sesrulebis TariRis dadgenis saSualebas aZlevs. aseTi damaTariRebeli berZnuli warwera moTavsebulia taZris dasavleTis Sesasvlelis Tavze.   წყარო

გრემის კომპლექსი

  გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი.
  ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს XVI -ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI -ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები.

                           ეს გახლავთ გრემის განახლებული მარნის ფრაგმენტი.
  გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ექსპონირებულია გრემის მუზეუმში (XV -ის ძეგლი), რომელიც წარმოადგენს სამეფო პალატს და სამსართულიან კოშკს სამრეკლოთი. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, ზოომორფული გამოსახულებები, XII-XIII ..-ის რკინის ცულები, XV -ის კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, სასმელი წყლის მილები, XVI -ის ზარბაზანი და მშვილდ-ისარი, საეკლესიო ზარი სავაჭრო უბნიდან. აგრეთვე: სხვადასხვა პერიოდის ქვევრები, შუასაუკუნეების სპილენძის ჭურჭელი.
  მუზეუმში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ 1985 წელს შესრულებულიმეფეთა პორტრეტების სერია”.
გრემის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოდასავლეთით 15 კმში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას.
  გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476 წწ.), გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია. ორი საუკუნის მანძილზე ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენდა. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების - აკადემიის არსებობის შესახებ.
   XV
საუკუნეში კახეთი შედარებით მოღონიერდა და მტრის თარეშებიც შემცირდა, ამ მხარეს თავისი მეფეებიც ჰყავდა. ყველა ამ პირობამ აუცილებლი გახადა სამეფო ქალაქის არსებობა. ასეთი ქალაქი გახდა გრემი. გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული. ერთ-ერთი ცნობით XVII საუკუნეში ალექსანდრე II შვილის, გამაჰმადიანებული კონსტანტინეს, რომელმაც გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა და მოკლა მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი, წინააღმდეგ აჯანყებულმა კახელებმა გრემში იზეიმეს გამარჯვება.
  შაჰ-აბასის მრავალგზისმა ლაშქრობამ ქართლ-კახეთი წელში გატეხა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 1616 წელს მოწყობილი ლაშქრობანი. გამძვინვარებულმა შაჰმა კახეთი მთლიანად ვერ მოსპო, მაგრამ ქვეყანა გააპარტახა, ასი ათასზე მეტი ტყვე წაასხა და აყვავებული მხარე თითქმის უდაბურად აქცია. ყიზილ-ბაშთა ცეცხლსა და მახვილს გრემი ნანგრვვებად უქცევია და ის ფეხზე ვეღარ წამოდგა. მართალია გრემი კახეთის დედაქალაქი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ ძველი დიდება მას უკვე აღარ გააჩნდა. როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ როსტომ მეფეს გადმოუვლია, მის მემატიანეს ასე ჩაუწერია: ,,იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ-დანგრეულ ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ ქმნილნი".
  მომდევნო ხანებში, როდესაც კახეთის სატახტო ქალაქი თელავი გახდა, გრემში თანდათანობით გაქრა ცხოვრება. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ,,საბუი-გრემის... წყალზედ (იგულისხმება ახანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს მეფე ლევან დაფლული მას შინა.” ტაძრის აგების ზუსტი თარიღი არ გვაქვს, თუმცა გვაქვს ტაძრის შიგნით მეფე ლევანის საფლავზე არსებული ფრესკა, სადაც გამოსახულია მეფე, რომლის წარწერაც გვაუწყებს: „მეფე ლეონ აღმშენებელი“.
ლეონ II (ფრესკა)

მართლაც მეფეს ხელში ეკლესიის მოდელი უკავია და მიმართულია ტახტზე მჯდარი ღვთისმშობლისადმი, რომელსაც მუხლზე ყრმა ქრისტე აზის.
ამ წარწერით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ლეონია მისი მშენებელი, მაგრამ თუ როდის მოხდა ეს, უცნობი რჩება. ტაძრის აგების თარიღის გასარკვევად . ჩუბინაშვილი იშველიებს რუსი ელჩების ცნობას: ,,ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო.” არ არის გამორიცხული, რომ არქიმანდრიტს ზუსტად არ სცოდნოდა, აგებიდან რამდენი წელი იყო გასული (შესაძლოა, საუბარში წლები დამრგვალებულად ეთქვა), მაგრამ მშენებლობა რომ 60-აინ წლებში მოხდა საეჭვო არ უნდა იყოს. რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა.
  არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის ადგილზე ადრეული ეკლესია უნდა მდგარიყო და მისი
ნაშთები უფრო ღრმად არის მიწაში ჩამალული. ივ.
ძველი ტაძარი
ჯავახიშვილს მოჰყავსმატიანე ქართლისასერთი ცნობა, სადაც მოხსენიებულიამთა მიქელ-გაბრიელთა“. ეს მთა მოხსენიებულია მატიანეში ბაგრატ IV (1027 – 1072 წწ.) ბრძოლასთან კახეთის შემოსამტკიცებლად დაკავშირებით, XI . მესამე და მეოთხე ათეულის მიჯნაზე. . ჩუბინაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ,,მატიანესცნობა შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც გვაფიქრებინებს ჯერ კიდევ XI . აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას. ბორცვის დიდი ნაწილი გვიანდელ ნაგებობებს აქვს დაკავებული და მისი თხრით შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ტაძრის ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ნაპოვნია მხატვრული კერამიკის ნატეხები, რომლებიც თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით და XIV საუკუნით. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი . მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი . ზაქარაია). წყარო